Thursday, January 17, 2013

მე მინდა მოგითხროთ შვილის მკვლელი მამების შესახებ. მოყვანილი მაქვს მუხლები რომლითაც ისჯება მკვლელები. განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით. ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა. ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც. გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. დანაშაული მოხდა. საფარ-ბეგმა გრძნობები ვერ დაიოკა,დაივიწყა პატიოსნება და თავის ძიძიშვილის ცოლზე იძალადა. სიყვარულით თავდავიწყებულმა ონისემ გუშაგის მოვალეობა დაივიწა და მტერი შემოეპარა. ფორტუნატე,ბავშურ სულწასულობას ვერ მოერია და ჯანეტო სანპიერო გასცა. არც ხევსიბერმა გოჩამ,არც მატეო ფალკონემ შვილებს დანაშაული არ შეუნდეს და სიკვდილით დასაჯეს.მხოლოდ გამზრდელი მოიქცა სხვანაირად:საფარ-ბეგის დანაშაული თავად ზღო და თავი მოიკლა. მიუხედავად იმისა,რომ ონისემაც,საფარ-ბეგმაც და ფორტუნატომაც მძმე დანაშაული ჩაიდინეს ისინი არ არიან უარყოფითი პერსონაჟები და თანაგრძნობასაც კი იმსახურებენ.ეს გამოწვეულია იმით,რომ სამივე ბუნებით პატიოსანი,კეთილი,გულწრფელი ადამიანები არიან.ისინი მზად არიან სიცოცხლის დათმობით გამოისყიდონ დანაშაული.ხოლო პატარა ფორტუნატე შედრკება სიკვდილის წინ.მაგრამ ეს აიხსნება იმით,რომ ფორტუნატე 10 წლის ბიჭი იყო. საფარ-ბეგი,როგორც გონჯს მოეგო,მაშნვე მიხვდა დანაშაულის მთელ სისაძაგლეს.ბათუმ ყველაფერი გაიგო,მაგრამ ძიძიშვილის სასიკვდილოდ არ გაიმეტა: "არა,შენ ვერ შეგეხება სასიკვდილოდ ჩემი ტყვია, დედიჩემის გაზრდილი ხარ, მისი ძუძუ გიწოვია." ბათუს ამ საქციელში ვხედავთ დიდ ზნეობას.მან მორალურად გაანადგურა საფარ-ბეგი.საფარ--ბეგში გაიღვიძა პატიოსნებამ.იგი ტოლს არ უდებს ბათუს: მართალი ხარ! აღარა მაქვს მე სათქმელი. შემაცდინა თვით ეშმაკმა და დამრია ცოდვის ხელი!.. შენი ტყვე ვარ!..ჰა,ხომ ხედავ, იარაღი დამიხრია... ჩემ სიცოცხლე სიკვდილი ჯობს, მომკალ...ტანჯულს რამ მიშველე, მაზღვევინე,რაც შეგცოდე, სინდისი გამიმთელე! აქ უკვე ერთმანეთს პირისპირ ორი თანაბარი ღირსების კაცი დგას,თუმცა ერთს დანაშაული აქვს ჩადენილი და მეორეს არა.საფარ-ბეგმა გააცნობიერა თავისი დანაშაული და თავადვე გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი:მან არა მარტო ბათუს წინაშე დახარა თავი მორჩილად,არამედ გამზრდელსაც უამბო ყველაფერი. ასევე თავად აღიარა ონისემაც დანაშაული თემის სასამართლოს წინაშე.თუ ონისეს გაჩუმდებოდა,სიმართლეს არ იტყოდა,დაისჯებოდა უდანაშაულო გუგუა.ამით კიდევ უფრო ცოდვილი გახდებოდა ონისეს სინდისი. ონისემ იცის რა ელის დანაშაულისათვის,მაგრამ მისთვის ჭეშმარიტება უფრო ძვირფასია,ვიდრე საკუთარი სიცოცხლე. ონისე საფარ-ბეგზე უფრო ღრმა პიროვნებაა იმით,რომ მას გულწრფელად უყვარს ძიძია.ონისეს სიყვარული ნამდვილია.ამიტომ ვერ დააღწია თავი ამ ტრფობას. საფარ-ბეგს კი ბრმა ვნება წარმართავდა მაშინ,როცა ნაზიბროლაზე იძალადა. ფორტუნატო ბავშური სულწასულობის მსხვერპლი ხდება.როცა გამბა საათის ჩუქებას შეპირდა,ბიჭმა ცდუნებას ვერ გაუძლო და ჯანეტოს სამალავი გასცა.ამ დანაშაულის საფუძველი სიხარბეა.ფორტუნატოს სიხარბე გაუცნობიერებელია და ამიტომ მისი დანაშული მისი დანაშაულიც უნებლიეა. სიხარბეა "ხევისბერ გოჩაშიც" ბოროტმოქმედების საფუძველი. ამჯერად ნუგზარ ერისთვის გაუმაძღრობით ვლინდება იგი. მას არ ჰყოფნის თავისი მამული და თავისუფალი ხევის დაპყრობაც სურს. მზად არის ძმა ძმას გადაჰკიდოს და მოძმის სისხლი დაღვაროს. იგი გაუმაძღარია. მას სურს ყველა დაიმორჩილოს. ნუგზარის სიხარბემ გამოიწვია ძმათამკვლელი ომი. ამ ომმა კი გამოამჟღავნა ყველა დამალული ტკივილი. სიხარბე მხოლოდ ადამიანის თვისებაა. ბუნება ამ გრძნობას არ იცნობს,მან იცის მხოლოდ აუცილებელი. ადამიანი კი ყოველთვის ცდილობს აუცილებელს მიუმატოს სიხარბე და სწორედ აქ ჩნდება დანაშაული. თუ ადამიანმა მოახერხა და სძლია სიხარბეს, დაკმაყოფილდა აუცილებელით მაშინ იგი იძენს სულიერ წონასწორობას. მან ამ გზით მოკვეთა ბოროტება და დაუპირისპირდა დანაშაულს. თუ ვერ სძლია სიხარბეს, მაშინ ბოროტი იმარჯვებს და დანაშაულსიც გარდაუვალია. ბათუს იმიტომ აქვს შენდობის დიდი უნარი, რომ თავისუფალია სიხარბისაგან. კაკი წერეთელი ასე ახასიათებს მას: ერთივინმე ახალგაზრდა აფხაზია,ამ მთის შვილი, რთულ ცხოვრების უარმყოფი, მცირედითაც კმაყოფილი. კარგი თოფი,კარგი ხმალი, კარგი ცხენი და ნაბადი! რას ინატრებს სხვას,ამის მეტს, კაცი მისებრ დანაბადი? როცა შინ მობრუნებულმა ბათუმ შერცხვენილი ცოლი ნახა,თავზარი დაეცა,მაგრამ ეყო სულის სიმტკიცე და ანუგეშა გაუბედურებული ქალი: ყოველგვარი მოსავალი კაცის თავზე უნებური, ღვთის რისხვაა და ტყვილად ბედს რას უჩივი,რათ ემდური? გადააგდე გულიდან ეგ ცრუ ზღაპარი და სიზმარი! მე და შენი სიყვარული წმინდა არის,ვით ლამპარი. იქნებ არ უნდა დაეტოვებინა ბათუს მარტო ნაზიბროლა და საფარ-ბეგი? ეს შეურაცხყოფა იქნება ბათუსი,რადგან მან აქაც ადამიანის უკეთილშობილესი თვისება გამოამჟღავნა-ნდობა. ადამიანების ურთიერთობა ნდობის გარეშე წარმოუდგენელია.თუ ძუძუმტესაც არ ენდო,როგორღა იცხოვროს მან. წმინდა სიყვარულმა და სიხარბისაგან თავისუფლება დაბადა ბათუში სულის სიდიადე.ნაზიბროლა მსხვერპლი იყო,ამიტომაც შედარებით იოლად გაუგო ბათუმ და აპატია კიდეც.ბათუს ეს დანაშაულიც ბოლომდე შეიცნო.მაგრამ მან გამოძებნა სულიერი ძალა და არც საფარ-ბეგი დასაჯა,რაკი ნახა,რომ დამნაშავე გულწრფელად ნანობს დანაშაულს და ესმის საქციელის არსი.მას შეუძლია დააფასოს დამნაშავის მონანიება,შეუძლია შეუნდოს,რაკი იგი თავად მიხვდა რაც გააკეთა.მაგრამ იგი არ ურიგდება დანაშაულს.სწორედ ამიტომ გაგზავნა საფარ-ბეგი გამზრდელთან. დანაშაული შეგნებულია,შენდობის აქტიც აღსრულებულია,მაგრამ საფარ-ბეგის ბედი არ არის გადაწყვეტილი.იგი მოვალეა,ეახლოს გამზრდელს და მოუყვეს ყველაფერი. როცა გამზრდელმა ნაამბობი მოისმინა,მან მართლა დაინახა,რომ დაირღვა მოყვასის მოყვასისადმი სიყვარულის ჰარმონია.იგი ისევ,რომ აღსდგეს აუცილებელია სასჯელი,რაც დაუვიწყარ გაკვეთილად დარჩება არა მარტო საფარ-ბეგს,არამედ ყოველ ადამიანს.ამიტომ სასჯელი სამაგიეროს მიზღვევა იყოს არამედ ზნეობრიობის დემოსტრაცია. გამზრდელს შეეძლო დაესაჯა და მოეკლა საფარ-ბეგი,მაგრამ ეს იქნებოდა სამაგიეროს გადახდა, ერთი დანაშაულის შეცვლა მეორეთი, ბოროტების მოკვეთა ბოროტებით. სასჯელო მასინ გახდებოდა ზნეობრივი აქტი, როცა იგი გამოიხატებოდა არა ახალი დანაშაულით, არა ძალდატანებით,არა ბოროტებით,არამედ ისეთი მაგალითის ჩვენებით,როგორი უნდა იყოს პატიოსანი კაცის დამოკიდებულება დანაშაულისადმი. ჭეშმარიტად პატიოსანია მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც მიაჩნია,რომ თავადაც აგებს პასუხს სხვის მიერ ჩადენილი ბოროტების გამო. საფარ-ბეგის მონანიების დროს ჰაჯი გამზხრდელმა თავის თავი გაზრდილის დანასაულის თანამონაწილედ მიიცნია და მოულოდნელად განაჩენი გამოიტანა: შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?! სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ! და მან თავი მოიკლა, გამზრდელმა გამოიტანა ზნეობრივი განაჩენი. მან საფარ-ბეგის დანასულის საფუზველი თავის თავსი მოძებნა. ამრიგად გამზრდელის პატიოსნება არის პატიოსნება, რომელსაც უნარი აქვს სხვისი დანასაულის საფუზველი თავის თავში იპოვოს და თავად ააგოს. არც მატეო ფალკონეს და არც ხევისბერ გოჩას ეს უნარი არ გააჩნია. ხევისბერმა დააყვედრა კიდეც სვილს-" მაშ ეგრე გაიგონე ჩემი დაროგება? წყეულიმც იყავ, ყველასაგან მოზულებული,დედ0მამის საფლავიდან ამომგდებო!..." მამა სვილლი სატევრით განგმირა. არც მატეო უწევს ანგარიშს გარემოებას. მისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ ფორტუნატო ბავშვია, რომ ბავშვი იოლად გააბრიყვა გამოცდილმა და გაქნილმა ჯანდარმმა.არც შვილ;ის ვედრებამ იმოქმედა მატეოზე. მან სრულად მშვიდად მოკლა სვილი და ასევე აუღელვებლად უთხრა ცოლს-" ახლავე დავასაფლავებ, მოკვდა, როგორც ქრისტიანი, მღვდელს ვაწირვინებ." შვილის მოკვლა მამის მიერ, რა პირობებშიც არ უნდა მოხდეს ეს,ანტიბუნებრივი მოვლენაა. ყაზბეგი დამაჯერებლად ხატავს მამის მიერ სვილის მკვლელობის სურათს. ჯერ ერთი,ხევისბერი აფექტის დროს კლავს ონისეს,ესეიგი გოჩას საქციელი არაცნობიერია. როგორც კი ხევისბერმა გააცნობიერა,რაც ჩაიდინა, იგი გაგიჯდა მატეოს ქმედება კი ცნობიერია. მან მკვლელობა წინასწარჩაფიქრებულად გააკეთს. თუ ზნეობრივი თვალსაზრისით შევხედავთ ამ ნაწარმოებებს, უნდა ითქვას, რომ არა არსებობს უფრო დიდი უზნეობა, ვიდრე მამის მიერ შვილის მოკვლა. მაგრამ ხევისბერმა ზღო ეს დანაშაული, გამოწვეული ელდის დაცემით. მან გონება დაკარგა, თავადვე შეიქმნა თავისივე საქციელის მსხვერპლი. მატეოს სულიერ სამყაროში კი სვილისადმი მისხალია თანაგრძნობის მისხალიც არ აღმოჩნდა. ძველი აღთქმის დაბადების წიგნში(თავუ22) ნაამბობია: აბრაამს გამოეცხადა ღმერთი და უთხრა- წაიყვანე შვილი შენი ისააკი მაღალ ქვეყანს და შესწირე იგი მსხვერპლად უფალს. ადგა ადრე დილით აბრაამი, დააპო შეშა, შეკაზმა სახედარი,იახლა ორი მონა და ისააკთან ერთად, გაემართა ღმერთის მითითებული ადგილისაკენ. მესამე დღეს დაინახა აბრაამმა ადგილი, რომელიც უჩვენეს. იქვე დატოვა მონები და ვირი. დაუბარა მათ: წავალთ მე და ისააკი, თაყვანს ვცემთ და დავბრუნდებით. წაიღეს შეშა ცეცხლი და დანა. ბიჭმა იკითხა: გვაქვს შეშა და ცეცხლი, მაგრამ სამსხვერპლო ცხვარი სად არის? მამა უპასუხა: ღმერთმა თავად იცის რომელია ტარიგი. მივიდნენ მითითებულ ადგილას. აბრაამმა გააკეთა საკურთხეველი, დააწყო ზედ შეშა, შეკრა ისააკი და დააწვინა სამსხვერპლოდ. აღმართა დანა შვილის დასაკლავად, მაგრამ უფლის ანგელოზმა მოუწოდა აბრაამს-ნუ მოკლავ ჭაბუკს, ვხედავ როგორ გშინებია ღმერთის, რაკი არ შეიბრალე ერთადერთი ძეც.აღაპყროთვალნი აბრაამმა და უკან დაინახა ვერძი, ჯანგარში რქებით გაბმული. დაიჭირა იგი, შესწირა ღმერთს შვილის მაგიერ და უწოდა იმ ადგილს იეჰოვა-ირე, რაც ნიშნავს "უფალმა იხილა". ამრიგად, მამის მიერ შვილის მიკვლა არასასურველი საქციელია დამნაშვაეა შვილი თუ უდანაშაულო. შვილის მოკვლით მამა თვითმკვლელობას სჩადის, რამეთუ ანადგურებს საკუთარ მომავალს. ეს ყოველივე ნათლად იხატება "ხევისბერ გოჩაში", როცა ონისეს მოკვლის შემდეგ გოჩა გიჯდება. ასევეავ დაქცეული მატეოს მომავალი. იგი იძულებულია სხვას მოუხმოს,ოჯახი რომ ჩააბაროს. ამრიგად, მამამ,რომელმაც შვილი მოკლა, არსებითად ჩაიდინა თვითმკვლელობა, მოისპო მომავალი, დაარღვია ბუნების კანონი და გადაწყვიტა დროთა კავშირი. ლიტერატურაში ამ პრობლემას ეწოდება ანტიდაბადება ან არსებობის მარადისობის რღვევა. გამზრდელი სჯის დანაშაულს, მაგრამ არ არღვევს არსებობის მარადისობის კანონს. წარსულის სახელით არ კლავს მომავალს. შვილის მკვლელი მამები, თუ შვილების მიმართ ასეთი დაუნდობლები არიან, როგორი იქნება მათი დამოკიდებულება საერთოდ მოყვასისადმი. მატეოს ქმედებას შეუბრალებლობა და დაუნდობლობა წარმართავს და არა სიყვარული."უკუეთი არა მივუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი,არცა მამამან თქვენმა მოგიტევნე თქუენ შეცოდებანი თქუენნი".უცოდველი კაცი კი ამ ქვეყნად არ არსებობს.( იოანეს სახარება, "მრუში ქალის იგავი") თუ უფალიც კი ცდილობს არ განიკითხოს ცოდვილი, კაცს ვინ მისცა ამის უფლება? მაგრამ ადამიანები ცდილობენ სხვათა მსაჯულის როლი იკისრონ. ეს კი ხშირად ხდება ხდება დანაშაულის საფუძველი. როგორც ონისეს მოკვლა არის ხევისბერის დასჯაც,ასევე იქნებოდა გამზრდელის დასჯაც საფარ-ბეგის მოკვლა.ამიტომაც ამჯობინა გამზრდელმა თვითმკვლელობა. ადამიანთა ცოდვის გამოსყიდვის მიზნით ძე ღმერთმა თავი გაწირა-ჯვარს ეცვა. საკუთარი სისხლითა და ხორცით ზღო სხვათა დანაშაული. გამზრდელის თვითმკვლელობაც საფარ-ბეგის სულის გაწმენდას იწვევს. კაცი,რომელსაც დანაშაულის გაცნობიერება შეუძლია, ვერ დარჩება გულგრილი გამზრდელის საქციელისადმი. საფარ-ბეგს კი დანაშაული გაცნობიერებული აქვს. ასეთი ადამიანი გამზრდელის სიკვდილის შემდეგ სხვა ზნეობით იცხოვრებს. გამზრდელი მარტო სიცოცხლეში კი არ იყო საფარ-ბეგის მოძღვარი არამედ სიკვდილშიაც. მან სიკვდილით გაცილებით მეტი ასწავლა საფარ-ბეგს, ვიდრე ალბათ ცხოვრებით. წარსულმა მომავალს პატიოსანი არსებობის უკვდავი გაკვეთილი მისცა. აქ ვლინდება, რა პრინციპით ცხოვრობს ადამიანი-დანაშაულის გამოსყიდვის თუ შურისგების? საზოგადოება და არც ცალკეული ადამიანი არ უნდა ცხოვრობდეს შურისგების პრინციპიტ. ასეთი პიროვნება და საზოგადოება უმომავლოა. დანაშაულის შენდობა-პატიებისა და გამოსყიდვის პრინციპი კი მეტყველებს მოყვასის სიყვარულზე. ასეთი საზოგადოება კი მტკიცეა და მომავლიანი.